საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 23 წლის იუბილეს ულოცავს.
”დღეს შესრულდა 23 წელი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან. ვულოცავ პროფესიულ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა თანამშრომელს. საამაყოა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური, რომლის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად მუშაობს ქართული სახელმწიფოსთვის”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ქვეყნის ერთგულებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
კომენტარები