მამა სერაფიმემ, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქცია”-ში პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის შესახებ ისაუბრა:
“„ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი ბოდიში ამ სიტყვისთვის და ვეშაპი გახადეს. მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო ჩემი ცხოვრებიდან. შარშან ვერც ერთმა ექიმმა ვერ დამიდგინა დიაგნოზი. 23 დღეში 10 კილო დავიკელი, თვე ნახევარში 16 კილო და არავინ დაინტერესებულა. ერთხელ დამირეკა ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს. მე ძალიან მოწიწებით ვიყავი მის მიმართ. ზუსტად ამ ქალბატონმა ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, როგორც უცნობი სასულიერო პირისთვის. მთელი პროფესორები ფეხზე დააყენა, რომ მათ ჩემთვის ზუსტი დიაგნოზი დაესვათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალბატონი შორენა არ არის ისეთი, როგორიც ხალხს ჰგონია. მე ამას ვერ დავიჯერებ” , – აცხადებს მამა სერაფიმე.