პარლამენტის დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს:
“მხატვრულ-დოკუმენტალური ფილმისთვის, ცხადდება შერჩევა (კონკურსი, ქასტინგი) მამაკაცის როლის შემსრულებელზე (45-50 წლის).
ძირითადი სცენების გადაღებები იქნება: გორში, ოდესაში და ტანზანიაში.
P.S. ფილმის სამუშაო ვერსია-სათაურია:
,,პლანეტისგან უარყოფილი!”-წერს ჩრდილელი.მიხეილ სააკაშვილი ტანზანიაში იმყოფება, წინა დღით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის პეტრო პოროშენკოსთან ერთად ბრიუსელში სახალხო პარტიის სამიტზე წავიდოდა, უკრაინის პრეზიდენტი მას მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებდა. მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მიმართავს და ურჩევს არ ინერვიულოს, რადგან ის ბრიუსელის მოწვევაზე უარს აცხადებს და აფრიკაში აპირებს წასვლას.