მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა.
მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არიან დაშავებულები.
არიან დაშავებულები, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
კომენტარები