დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „საპატიო სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ შსს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ბოლქვაძე და მაიორი ოთარ კუხალეიშვილი.
სტუმრებმა აკადემიის იუნკერებს გააცნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში სამსახურის როლი.
აკადემიაში მუდმივ ფორმატში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების ვიზიტები, რაც ემსახურება იუნკერებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის გაცნობას.




კომენტარები
