აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „ცივი ომის“ ტრიუმფის ეიფორიამ დასავლეთი სახიფათო შეცდენამდე მიიყვანა.
როგორც რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამყარო მივიდა იმ ისტორიის დასასრულამდე, სადაც საუბარი იყო, რომ თითოეული ერი ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა, ადამიანები იცხოვრებდნენ სამყაროში საზღვრების გარეშე.
„ცივი ომის“ ტრიუმფის ეიფორიამ სახიფათო შეცდენამდე მიგვიყვანა. მივედით იმ ისტორიის დასასრულამდე, სადაც საუბარი იყო, რომ თითოეული ერი ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა, ჩვენ ვიცხოვრებდით სამყაროში საზღვრების გარეშე, სადაც თითოეული ადამიანი მსოფლიოს მოქალაქე იქნებოდა. ეს იყო სულელური იდეა, რომელიც იგნორირებას უკეთებდა როგორც ადამიანის ბუნებას, ისე კაცობრიობის 5000-წლოვან ისტორიას“, – განაცხადა რუბიომ.
