პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ლიდერმა, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს – უკრაინის პრეზიდენტს მიმართა. ალის ვაიდელმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა იაფფასიანი სპექტაკლები შეწყვიტოს და გმირის ნიღაბი მოიხსნას.
ვაიდელის განცხადებით, ზელენსკი ევროპას უფსკრულისკენ ექაჩება და ამ ყველაფერს თავად ევროპული სახელმწიფოების ფულით აკეთებს.
“ბატონო ზელენსკი, შეწყვიტეთ ეს იაფფასიანი სპექტაკლი. თქვენ დგახართ აქ და ჩვენ გვიყურებთ ისე, თითქოს გერმანიას რაღაც ვალდებულება აქვს თქვენს წინაშე. მოიხსენით გმირის ნიღაბი, ის უკვე დიდი ხანია, დალპა. თქვენ გმირი არ ხართ. თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც მთელ ევროპას უფსკრულისკენ ექაჩება და ამავდროულად თავხედურად მოითხოვთ, რომ ამ ერთი გზის ბილეთის ფასიც ჩვენ გადავიხადოთ,”– აცხადებს პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი ალის ვაიდელი.
