უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ვიქტორ ორბანზე ისაუბრა.
უკრაინის ლიდერმა კვლავ გააკრიტიკა ორბანი და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ თავისი მუცლის და არა ჯარის გაზრდაზე ფიქრობს.
„ვიქტორი ფიქრობს, თუ როგორ გაზარდოს თავისი მუცელი და არა საკუთარი ჯარი, რათა ბუდაპეშტის ქუჩებში რუსული ტანკების დაბრუნება შეაჩეროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ამ გაცხადებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ორბანი.
„მადლობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სასარგებლოდ გაკეთებული მორიგი წინასაარჩევნო განცხადებისთვის. ის მშვენივრად დაეხმარება უნგრელებს ნათლად დაინახონ ვითარება. თუმცა, ერთი რამ არასწორად გესმით: ეს დისკუსია ჩემსა და თქვენს შესახებ არ არის. ის უნგრეთის, უკრაინისა და ევროკავშირის შესახებაა. ზუსტად ამიტომ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი“, – დაწერა ორბანმა.
