პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, თავდამსხმელმა ერთ-ერთი სამართალდამცველი მსუბუქად დაჭრა, მეორე პოლიციელმა კი მას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 48 წლის საფრანგეთის მოქალაქეა. 2013 წელს ბელგიის სასამართლომ ის ტერორიზმთან კავშირში დამნაშავედ ცნო და მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რა გახდა პარიზში პოლიციელებზე თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები
