აშშ-ის არმიის სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, მათ კარიბის ზღვაში გემი გაანადგურეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა.
როგორც სამხრეთ სარდლობის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემთხვევა 13 თებერვალს მოხდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდით იყო დაკავებული, ნარკოტრეფიკის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამხრეთ სარდლობაში აღნიშნავენ, რომ გემზე მყოფი ეკიპაჟის სამივე წევრი დაღუპულია. ამერიკული მხრიდან დანაკარგები არ არის.
კომენტარები
