ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აკადემიაში სტუმრად ოთხი ფრანგი კადეტი იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ფრანგმა კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს აკადემიაში მიმდინარე სამხედრო და აკადემიურ აქტივობებში.
კერძოდ, აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროფესორებმა მობრძანებულ სტუმრებს ჩაუტარეს ლექციები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. აგრეთვე, ფრანგმა კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს დებატებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან ერთად.
თავის მხრივ, სტუმრებმა აკადემიის იუნკერებს ჩაუტარეს გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია სენ-სირის სამხედრო სკოლის შესახებ.
ვიზიტი მიზნად ისახავდა უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და სტუმრებისთვის აკადემიის გაცნობას.
თავდაცვის აკადემიაში სტუმრად ოთხი ფრანგი კადეტი იმყოფებოდა
16.02.2026 17:09:20
ნანახია: 10 ჯერ
