ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით კიევს ეწვია. ამის შესახებ კოშტა სკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„უსამართლო აგრესიული ომის ოთხი წელი. ოთხი წელი უკრაინელთა ურყევი სიმამაცისა. ოთხი წელი ევროპის უტყუარი მხარდაჭერისა და ერთი საერთო მიზნისა — მივაღწიოთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში. სწორედ ამიტომ ვართ დღეს კიევში“, – წერს კოშტა.
კომენტარები
