ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქის ღვაწლი არ იყო ამაო და ნაყოფი გამოიღო.
„მძიმე და მწარე დღეებია, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ამ სიმწარეს და განსაცდელს თან ღვთიური ნუგეშიც ახლავს. ნუგეში მაგალითად არის ის, რომ ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს, იესო ქრისტეს მხარეს, უბრალოდ ადამიანობის მხარეს და პატრიარქის ღვაწლი არ იყო ამაო, ნაყოფი გამოიღო და გამოიღებს კიდევაც“, – აღნიშნა მან.
კომენტარები
