აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური წყაროების განცხადებით, ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ-ბაღერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სამიზნეების სიიდან ოთხიდან ხუთ დღემდე ვადით ამოიღეს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი ომის დასასრულებლად მაღალი დონის მოლაპარაკებების შესაძლებლობას უშვებს.
თურქეთიდან, პაკისტანიდან და ეგვიპტიდან ჩართული შუამავლები ცდილობენ, მომდევნო დღეების განმავლობაში აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლების შეხვედრას მიაღწიონ, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით ომის შეჩერება განიხილონ.
თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, წარმატების შანსები დაბალია, რადგან აშშ-ისა და ირანის მოთხოვნებს შორის უზარმაზარი სხვაობაა.
