უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უსამართლო უწოდა ლატვიის პრემიერის, ევიკა სილინიას განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სესხის ბუდაპეშტის მხრიდან დაბლოკვა შანტაჟად შეაფასა და უნგრეთს ევროკავშირის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
უნგრეთის პრემიერმა ლატვიელ კოლეგას ურჩია მასზე თავდასხმის ნაცვლად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვოს უნგრეთისთვის დაწესებული ნავთობის ბლოკადის მოხსნა.
ორბანის თქმით, უნგრელებისთვის გაუგებარია, რატომ დგას ნატოს მოკავშირე და ევროკავშირის წევრი ლატვია არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გვერდით.
„ჩემზე თავდასხმის ნაცვლად, სჯობს პრეზიდენტ ზელენსკის კარზე დააკაკუნოთ და მოუწოდოთ აღადგინოს კანონიერი პირობები და უნგრეთს სანავთობო ბლოკადა მოუხსნას. ჩვენ, უნგრელებს გვიჭირს გავიგოთ, რატომ დგას ნატოს მოკავშირე და ევროკავშირის წევრი ლატვია არა უნგრეთის, არამედ უკრაინის გვერდით, რომელიც არღვევს საკუთარ ვალდებულებებს. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მცდარი და უსამართლო პოლიტიკური პოზიცია ლოიალური თანამშრომლობის სულისკვეთების შეიცვლება“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
