რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში ამ ეტაპზე არ დგას.
„ამ დროისთვის მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების არავითარი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმეს, სავსებით საკმარისია უკრაინაში ომის საწარმოებლად და სამხედრო ამოცანების შესასრულებლად.
კომენტარები
