საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულებისა და რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით მოლაპარაკებებს დაესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი და სხვა ოფიციალური პირები ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი ბადრ აბდელატი ისლამაბადში კვირას ორდღიანი ვიზიტით ჩავლენ.
მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი „სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის მცდელობებზე სიღრმისეული დისკუსიის ჩატარებაა“.
საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები პაკისტანის პრემიერ-მინისტრs შეჰბაზ შარიფს შეხვდებიან.
პაკისტანის პრემიერის განცხადებით, „ომის შესაჩერებლად პაკისტანი გულწრფელ ძალისხმევას დებს დიპლომატიურ დონეზე – დიალოგისა და ჩართულობის გზით, რათა რეგიონი და მოძმე ისლამური ქვეყნები ომისგან განადგურებასა და მის უარყოფითი შედეგებს გადაურჩნენ“.
