უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლელმა პარტნიორებმა კიევს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავის შეკავება სთხოვეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იერიშებს ენერგოზავის შემთხვევაში შეწყვეტს.
„თუ რუსეთი მზად არის არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმით მათ ენერგეტიკაზე“, – განაცხადა ზელენსიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, პარტნიორები ივიწყებენ, რომ უკრაინას თავდაცვისთვის რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება.
კომენტარები
