ისტორიაში პირველად, კანადელ ბავშვს ჯანმრთელობის ცნობაში სქესი არ ჩაუწერეს.
BBC-ის ცნობით, რვა თვის ბავშვის სამედიცინო ბარათში სქესი მითითებული არ არის.
ბავშვის მშობელი კორი დოტი თავს არაბინალურ ტრანსგენდერად მიიჩნევს, ანუ თავს არც ქალად თვლის და არც კაცად. მისი თქმით, სურს, ბავშვმა თვად აირჩიოს გენდერული იდენტობა, როდესაც გაიზრდება.
ბავშვის სამედინიცო ბარათში, სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მითითებულია ლათონური ასო U, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს როგორც „გარუკვეველს“ (undetermined) ან „დაუდგენელს“ (unassigned).
კორი დოტის ასევე სურს, რომ ბავშვის სქესი არც მის დაბადების მოწმობაში მიუთითონ, რაცეზ კანადის ხელისუფლება უარს აცხადებს, კორი კი ამის მიღწევას სასამართლოს გზით აპირებს.
კომენტარები