აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თავის გავლენას მოკავშირეზე და აღნიშნა, რომ ისრაელი მის სტრატეგიას მიჰყვება.
ტრამპმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ისრაელი მის მითითებებს გაითვალისწინებს: „ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის თქმით, ისრაელი „კარგი გუნდური მოთამაშეა“ და მათ შორის მჭიდრო კოორდინაცია არსებობს.
„ისინი გაჩერდებიან, როდესაც მე გავჩერდები. ისინი გაჩერდებიან, თუ პროვოკაციას არ მოუწყობენ – ასეთ შემთხვევაში მათ არჩევანი არ ექნებათ – მაგრამ ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები“, – დასძინა მან.
კომენტარები
