აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„გენერალმა რენდი ჯორჯმა არმიის შტაბის 41-ე მეთაურის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ომის დეპარტამენტი მადლობას უცხადებს გენერალ ჯორჯს ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, – დაწერა პარნელმა.
აღსანიშნავია, რომ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გენერალ ჯორჯს გადადგომისკენ მოუწოდა. რა გახდა გენერლის გადადგომის მიზეზი, უცნობია.
კომენტარები
