უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონელი კოლეგის, დონალდ ტუსკის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკის პოსტს აზიარებს, სადაც ტუსკი ამბობს, რომ „დღევანდელი რეალობა პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“.
„ევროპა ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისისკენ მიემართება. მსოფლიო სერიოზული ენერგოკრიზისის წინაშე დგას. ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის რუსულ ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციების მოხსნა. დაუყოვნებლივ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხზე. ომის წაქეზების მაგივრად, გადაარჩინე და გიყვარდეს შენი ქვეყანა, დონალდ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
კომენტარები
