ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს.
ორი მეთევზე, რომელიც ხობისწყალის ადიდების გამო მდინარეში, პატარა კუნძულზე იყო ჩარჩენილი, რამდენიმე წუთის წინ ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს.
ადგილობრივების განცხადებით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წყალი დაგუბდა. დაგუბებული წყლის გათავისუფლებამ ადიდება გამოიწვია. მდინარის კუნძულზე ჩარჩენილი 2 ადამიანი გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
კომენტარები