აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ იპოვის და დააპატიმრებს იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია გასულ კვირას ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის შემდეგ ამერიკელი სამხედროების სამაშველო ოპერაციის შესახებ, თუკი ჟურნალისტი წყაროს არ გაამჟღავნებს.
„ჩვენ მივმართავთ იმ მედიაკომპანიას, რომელმაც ეს გამოაქვეყნა და ვეტყვით: ეს ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ან მოგვეცით ინფორმაცია, ან ციხეში წაბრძანდით“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ პირი, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გასცა, „ავადმყოფი ადამიანია“.
კომენტარები
