ისრაელი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნის განკარგულება გასცა.
„რამდენიმე კვირის წინ ბრძანება გავეცი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნაზე. დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ამერიკული თვითმფრინავები, რომელსაც შევიძენთ, ისრაელის საჰაერო უპირატესობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს 350 მილიარდი შეკელი დაემატება საბრძოლო მასალების ადგილობრივი წარმოებისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
კომენტარები
