ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით. ახალი რეგულაციით, რეისების გაუქმება ფრენამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს, რათა მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების არჩევის საშუალება მიეცეთ.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტის საშიშროება გააჩინა, რადგან საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირდება.
კომენტარები
