ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ნანუკა ჟორჟოლიანს ბევრი შეშლია და რაღაცაები ახლაც ეშლება, სულ ვამბობდი მაგას, ვინც არ უნდა მყოლოდა საერთო, ( რამდენიმე ადამიანი მაკავშირებდა ) ახლაც იგივეს ვამბობ, მაგრამ პირად, პირად დამოკიდებულებებს ვაბიჯებ, როდესაც ჯამურად ვაფასებ თემას.
რაც არ უნდა ვთქვათ,
ამ გოგოს ვერ დავუკარგავთ იმას, რომ სისტემასთან ბრძოლაში ბოლომდე შევიდა და არ გატყდა, არადა ჰქონდა შანსი ის ეკა ხოფერია ყოფილიყო, მას რომ სოლიდარობა გამოუცხადა რამდენიმე საათის წინ ( მიკვირს ხოფერიამ საერთოდ ყბა რომ გახსნა ქვეყანაში მინდინარე პროცესებზე, თუნდაც ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში. )
ნანუკას შეეძლო წასულიყო პიარში, წასულიყო კულუარებში, წაეყვანა ელიტარული ტუსოვკები, ევლო უწუ-პუწუ გადაცემებში და არც ოცი წლის წინანდელ ქმარს გაახსნენებდნენ და არც შვილებს უგინებდნენ.
ამ ქალმა მიიღო ბევრი ნეგატივი, თავადაც გასცა, მაგრამ მისი ეს ბრძოლა უნდა დავინახოთ ყველამ.
დარჩა ქვეყანაში ვინმე აქტიური, რომ არ დაეკავებინათ ?
მედიით რონ ვჩნდებოდე და პროცესს სათავეში ვედგე, სამ დღიანებით დაიწყებდნენ და ბევრი წლიანებით დაამთავრებდნენ ისე გამომკეტავდნენ.
#თავისუფლება ნანუკას !
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს !”


