დღეს ევროკავშირმა ირანს, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, სანქციები პირველად დაუწესა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ თეირანის მიერ სრუტის ჩაკეტვა ევროპისთვის მიუღებელია და ევროკავშირმა თავისუფალი ნაოსნობისთვის ხელის შეშლაში მონაწილე ირანული კომპანიები და ფიზიკური პირები სანქციების სიაში შეიყვანა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ნავიგაციის თავისუფლების ახალი რეჟიმი გამოიყენა და საჭიროების შემთხვევაში მას კვლავ გამოვიყენებთ“, – დასძინა კალასმა.
კომენტარები
