ოთხშაბათს ევროპარლამენტმა მოუწოდაალბანეთს, შეაჩეროს მშენებლობები დაცულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ამ ნაბიჯით ევროპარლამენტმა გააძლიერა ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ედი რამაზე იმ მდიდრული კურორტის პროექტის გამო, რომელიც ჯარედ კუშნერს უკავშირდება და რომელმაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.
ამ პროექტის გამო ალბანეთში უკვე 18 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელსაც „ფლამინგოების რევოლუცია“ შეარქვეს.
დემონსტრაციები ასევე მოაწყო დიასპორამ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში.
პროექტის შეჩერებისა და ინვესტიციებისა თუ დაცული ტერიტორიების შესახებ მიღებული უმნიშვნელოვანესი კანონების გაუქმების მოთხოვნებს, თან ახლავს პრემიერ-მინისტრ რამას გადადგომის მოთხოვნაც.
