ისრაელის პრემიერის განცხადება, არმიის ლიბანის სამხრეთით დარჩენის შესახებ, მიუღებელია „ჰეზბოლასთვის“. დაჯგუფება ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი ფორმით დარღვევის შემთხვევაში მკაცრი პასუხით ემუქრება. შესაბამისი განცხადება „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ნაიმ ქასემმა გააკეთა.
„ისრაელი ლიბანში ვერ დარჩება. ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მის დარღვევას არ დავუშვებთ. ისრაელის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას აღვკვეთთ და ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ“, – აღნიშნა მან.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში, ე.წ. უსაფრთხოების ზონაში დარჩებიან, ვიდრე ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება.
კომენტარები
