ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლი სადგურთან მდებარე სახლებს წაეკიდა. შემთხვევის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები.
ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.
აფეთქებულია გაზგასამართი სადგური, დანგრეული და დამწვარია 6 სახლი, დამწვარია გაზგასმართი სადგურის სამი და კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა.
კომენტარები