საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მფრინავებსა და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ეკიპაჟების დისლოკაციის ადგილზე მივიდა და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელარუსის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის პირველივე წუთებიდან სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ასევე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.