30 წლის მანძილზე, რაც მე მასაჟს ვაკეთებ, მხოლოდ ორჯერ დავუშვი შეცდომა ჩემს კლიენტებთან-ბრუს უილისთან და მიშა სააკაშვილთან-განაცხადა სკანდალურმა მასაჟისტმა დოქტორმა დოტმა რუსეთის ტელეკომპანია 1tv-ს ეთერში გასულ გადაცემაში.
დოქტორი დოტის განცხადებით, მან საქართველოში 2 კვირიანი ვიზიტის დროს, სააკაშვილთან მხოლოდ ერთხელ დაამყარა “გაუკუღმართებული ურთიერთობა, რომელიც მასაჟს სცილდებოდა”.
“ეს მოხდა მხოლოდ ერთხელ. მასაჟის დროს მსგავსი არაფერი აღარ ყოფილა” – განაცხადა მასაჟისტმა. მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოში ყოფნის პირველ ღამეს ალკოჰოლი შესთავაზა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება იყო შერეული, რადგან უკვე ერთი ჭიქის შემდეგ ის ძლიერ დათვრა. მისი თქმით, იმ ღამეს საშინელი ზმანებები ჰქონდა. იღვიძებდა და ვერ ხვდებოდა, სად იმყოფებოდა: ვცდილობდი, გამეაზრებინა, რა მოხდა. წარმოუდგენელია, 1 ჭიქა კონიაკს ასე ემოქმედა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასმელში რაღაც იყო – განაცხადა მან.
მასაჟისტი ამტკიცებს, რომ მის ვიზიტზე დახარჯული 50 000 ევრო, რომელსაც საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ედავება, ზედმეტად გაბერილია: “მე მან კონვერტით 2 ათასი ევრო გადმომცა. ვცხოვრობდი მოკრძალებულ სასტუმროში და მხოლოდ სალათებს ვჭამდი. როგორ უნდა დახარჯულიყო ამხელა თანხა?” – ამბობს დოტი და დასძენს, რომ ის ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, აქვს საკუთარი სალონი და ყავს მასაჟისტების გუნდი, რომლებსაც თავისი ინდივიდუალური მეთოდი – ზურგზე კბენით მასაჟი შეასწავლა.
“არ მინდა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ სააკაშვილი არც ისეთი არამზადაა, როგორც მას ახასიათებენ. ეს ის ადამიანია, რომელთან ერთადაც გინდა წასვლა, დალევა და გართობა. დღეს ის უმუშევარია და მე მას სიამოვნებით დავასაქმებდი ჩემთან მასაჟისტად” – განაცხადა მან.