რამდენიმედღიანი სამუშაოების შემდეგ მაშველებმა სოფელ მსხალგორის ტყეში ნაპოვნი ცხედრის ჩამოსვენება შეძლეს.
ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. თუმცა გარდაცვლილი თანასოფლელებმა ტანსაცმლით უკვე ამოიცნეს – ის დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხის მთებში დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.
დეკემბერში გაუჩინარებული კიდევ ერთი მონადირის ცხედარი მთაში გასულ კვირასაც იპოვეს.
კომენტარები