იმერეთში სტიქიას ებრძვიან. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დაიტბორა.
წაღებულია სოფლამდე მისასვლელი მთავარი გზა. გარესამყაროსაა მოწყვეტილი 30-ზე მეტი ოჯახი. ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.
კომენტარები