საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმებით, რაც იყო მოწოდებული ვიზლიბერალიზაციისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრემიერის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული, მეტყველებს იმაზე, რომ გერმანია არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა.
„განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული, მეტყველებს იმაზე, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა. მათ ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს.
საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმებით, რაც იყო მოწოდებული ვიზლიბერალიზაციისთვის.
ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, რომ იმოგზაურონ ვიზების გარეშე ევროპულ ქვეყნებში. შეიძლება იყოს სექტემბერი, ოქტომბერი, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე – უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, რომ იმოგზაურონ ვიზების გარეშე ევროპულ ქვეყნებში
2016/06/16 13:18:56
ნანახია: 1718 ჯერ