ფეხბურთის ჩემპიონატი საფრანგეთში ისევ არეულობის ფონზე მიმდინარეობს – ქალაქ ლილეში ერთმანეთს ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა მათ გასაშველებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. დაკავებულია არეულობის 36 მონაწილე.
ნორის დეპარტამენტში კი ფრანგმა ძალოვანებმა კიდევ 6 რუსი გულშემატკივარი დააკავეს, რომლებიც პოლიციის ინფორმაციით, მარსელში 11 ივნისს მომხდარი შეტაკებებისას იყვნენ.
არეულობის პროვოცირების გამო საფრანგეთმა დაკავებული რუსი გულშემატკივრების დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო და მათი ქვეყნიდან გაძევება დაიწყო.
ამ გადაწყვეტილებას მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სერგეი ლავროვის უწყებამ საფრანგეთის ელჩი ახსნა განმარტებებისთვის დაიბარა.
კომენტარები