სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფი, 28 წლის გიგი გაჩეჩილაძე მალე ცოლიანი კაცი გახდება. ის და 19 წლის ანანნო ჯოხაძე მალე დაქორწინდებიან. უკვე ერთ ჭერქვეშ ცხოვორბენ, ერთმანეთის ხასიათი კარგად შეისწავლეს და არც კამათი აშინებთ, არც ეჭვიანობა.
წყვილის სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა. ანანო ამბობს, რომ მისი და გიგის სიყვარული 14 თებერვალს დაიწყო, როცა ერთმანეთს საერთო მეგობრების წრეში შეხვდნენ.
წყვილი უკვე ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, თუმცა ჯერჯერობით დაქორწინებულები არ არიან.
ქორწილს როდის გეგმავთ?
გიგი: სავარაუდოდ, ახლო მომავალში დავქორწინდებით. ერთად ვცხოვრობთ ჩემს სახლში. ძალიან შემცვალა ანანოსთან ურთიერთობამ. ყოველთვის ასეთი მხიარულები არ ვართ როგორც ახლა. ბევრ სერიოზულ საქმეს ერთად ვწყვეტთ. ანანო პატარაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. ზოგჯერ ჩემი გონება დაფრინავს, ანანო კი მიწაზე მყარად მაყენებს და მახვედრებს, რეალურად სად ვარ.
მთელი დღე სასწაულ პირობებში რომ ვმუშაობ და სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდები, ისეთი ადამიანი უნდა დამხვდეს, რომელიც იმ ყველაფერს მომწყვეტს, არამც თუ უარესად დამღლის.
ანანო: ადრე გიგიმ თავად მითხრა, როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები, არ შემეშვა, პირიქით, მკითხე, რა მჭირსო.
გიგი: როგორ დაგიმახსოვრებია.
ანანო: ჰო, დავიმახსოვრე, მაგრამ ხშირად ისეთ ცუდ ხასიათზეა, ვერ ვეკითხები, რა სჭირს, ვაცდი და თავის თავთან მარტო ვტოვებ. მესიჯს ვწერ და თბილად რომ მომწერს, ვხვდები, ცოტა მოეშვა, მეც ამოვისუნთქავ ხოლმე.