ორი უკრაინელი ჯარიკაცი დაიღუპა წუხელ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების იერიშის მოგერიების დროს დონეცკის ოლქის ქალაქ პავლოპოლთან.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეტაკებებში კიდევ 7 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.
უკრაინის მთავრობის ცნობითვე, პავლოპოლის გარდა გააფთრებული ბრძოლებები გრძელდება მარინკასთან, გორლოვკასთან და ავდეევკასთან, სადაც მოწინააღმდეგ მძიმე ტექნიკასაც იყენებს. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ უკრაინის არმიის მხრიდან 60-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
კომენტარები