თბილისის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომის მოწვევის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში გაიმართება.
კომენტარები