საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს.
„საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს შეხვედრა და მათი საკითხის დეტალურად განხილვა, ველით მათგან შესაბამის რეაგირებას და კვლავ მზად ვართ შეხვედრისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებისთვის. ზემოხსენებული სამი ქალბატონის ფოტოების გავრცელებასთან და ამ პირების, ამავე პერიოდში ჩადენილ, სხვა დანაშაულთან დაკავშირების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საბერძნეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობები არ აღმოჩნდა, შეცდომები დაშვებულია ინფორმაციის გავრცელებისას ზოგიერთი ბერძნული სააგენტოს მიერ და საქართველოს საელჩო მათთან აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამსოწორების მიზნით“, – ნათქვამია იოსებ ნანობაშვილის მიმართვაში.
აბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა, ათენის პროკურატურის მიერ გავრცელებული, დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.
ელჩი – საბერძნეთში დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე ქალი გათავისუფლებულია, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ
2017/11/08 12:22:48
კომენტარები
ნანახია: 998 ჯერ