15:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 39, 56%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილოება 24 633 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო.
რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, არჩევნები ოზურგეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურის დარღვევებზე ოლქში 5 საჩივარია შესული.
კომენტარები