საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტში, საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ, ბრძანებებს ხელი მოაწერა.
მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად – გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად – მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნენ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.
კომენტარები