სააკაშვილის დუბლიორი პარტიები აპირებენ სახელმწიფო გადატრიალებას და იმ სცენარის განმეორებას, რაც მოხდა – ამის შესახებ ციხის სკანდალური კადრების ავტორმა ლადო ბედუკაძემ ტელეკომპანია “იბერიას“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ბედუკაძემ 90-იანი წლების დასაწყისში “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის თემურ ხაჩიშვილის განცხადებაც გაიმეორა და თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
„ბატონმა თემურ ხაჩიშვილმა თქვა,რომ რევოლუციურმა შტაბმა გადაინაცვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პირდაპირ დაადანაშაულა ბატონი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას არ დავუშვებ, მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ვერ მიიღო მონაწილეობა სააკაშვილის რეჟიმის ნგრევაში, ვინც იყო საპყრობილეებში, შემოგვიერთდნენ და მიიღონ ბრძოლაში მონაწილეობა, სააკაშვილის დუბლიორი პარტიები აპირებენ სახელმწიფო გადატრიალებას და იმ სცენარის განმეორებას, რაც მოხდა“,-განაცხადა ლადო ბედუკაძემ.
ლადო ბედუკაძე: მზადდება სახელმწიფო გადატრიალება პრეზიდენტის მეთაურობით
2016/06/18 10:22:51
ნანახია: 2422 ჯერ