ჰქონდა თუ არა სასტუმროს საევაკუაციო კიბე, გეგმა და სხვა ინფრასტრუქტურა რაც საგანგებო სიტუაციების დროს გამოიყენება, აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ამ დრომდე თავს იკავებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
უწყების პირეველი პირები ამბობენ, რომ თუ რაიმე გადაცდომა გამოიკვეთა, დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
“საგამოზიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, თუკი რაიმე გადაცდომა იქნება, ყველას პასუხი მკაცრად გაეცემა,”- აცხადებს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს ლევან მაისურაძე.
“როცა ჩვენ მოვედით იყო ძლიერი დაკვამლიანება. ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ ჰქონდა თუ არა სასტუმროს შიდა სახანძო კიბე, ან კიდევ საევაკუაციო სქემა,”- განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, აქედან 10 ქართველია, ერთი კი ირანის მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი. მაშველებმა დაკვამლიანებული სასტურმოდან 120 ადამიანის ევაკუცია და გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა დიდი უმრავლესობა კვამლით გაიგუდა. დამწვრობები არ აღენიშნებოდათ.
ხანძარი ბათუმში გუშინ გაჩნდა, ადგილზე პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნნე, ასევე მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის პირველი პირები.