22 წლის სალომე აქირთავა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ექმიების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ცნობისათვის, დედა-შვილი გუშინ ანაკლიაში გაჩერებაზე იდგნენ და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდნენ, რა დროსაც სალომე აქირთავას ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.
საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ავტოავარიისას დაშავებული 22 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება
2016/06/18 12:18:51
ნანახია: 1682 ჯერ