სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელი ეროლ ავგორენი ხვალ, ბათუმში, ერას მოედანზე განცხადებას გააკეთებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიის იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა, სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელი ეროლ ავგორენი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრებს.
”ხვალ, გლოვის დღეს, სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელი ეროლ ავგორენი განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რაც 24 ნოემბერს მოხდა – მიუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდა ამისა, გააჟღერებს საკუთარ წინადადებებს, თუ როგორ ხედავს კომპანია ამ ოჯახებთან ურთიერთობას”, აღნიშნა წერეთელმა.
კომენტარები