მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია. ამის შესახებ სააკაშვილმა კიევში, პირველ არხს განუცხადა.
„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ და უბრალოდ ეტყობა, სახელი და გვარი აინტერესებს ვიღაცას და ატრიალებს.
უცნაური სახელია ხომ? მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ პიროვნებას და არც ის ვიცი, უკრაინასთან რა კავშირშია. რატომ აღმოჩნდა უკრაინაში, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი თემის გამოყენება პროვოკაციისთვის ამ მოძრაობის წინააღმდეგ, რაც სცადა უკრაინის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ, არ გამოვა იმიტომ, რომ მეგისი თუ სხვები და ვიღაცები ამას მნიშვნელობა არ აქვს, აი ეს არის ჩვენი ხალხი.
რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, იმედია ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება”,-განაცხადა სააკაშვილმა.