საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ქართველი ბალერინას – ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი ბალერინას – ქალბატონ ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო.
ვერა წიგნაძე იყო მე-20 საუკუნის ქართული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში. ის იყო ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ვერა წიგნაძის ცეკვა წლების განმავლობაში აღტაცებას იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მაყურებლებში. ის ჩვენი ქვეყნის სიამაყე იყო.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვერა წიგნაძის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
კომენტარები