მომლოცველთა გზა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თხოთის მთაზე დასრულდა – იქ, სადაც წმინდა მეფე მირიანმა პირველად დადგა ჯვარი და პირველი ტაძარიც აშენდა.
თხოთის მთაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის უძველეს ტაძარში აღევლინა წირვა.
ლოცვითი მსვლელობა 15 ივნისს გორიჯვრიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო დასისა და მრევლის წევრები იღებდნენ. 5 დღის განმავლობაში სრულდებოდა პარაკლისები, წირვები და გორისა და კასპის სოფლების დალოცვა.
კომენტარები
